1. პროექტის სახელწოდება: იმერეთი- საქართველოს მარგალიტი
2.პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში საკუთარი კუთხის სიყვარულის გაღვივება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ამ კუთხის ისტორიულ- კულტურულ მემკვიდრეობასა და ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას; შექმნიან ვებ-გვერდს,ბლოგების სახით მათვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა -გამოცვლას ერთმანეთში.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი (საძიებო პროგრამები, ვიკიპედია, გუგლი და ა.შ.)
8. პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები: მასწავლებელი პოულობს და უთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს, აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან, შოულობს რესურსებს.
9. ვადები/ ხანგრძლივობა: 10 დღე
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები განახორციელებენ მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ მითითებებს, გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევას, გამოიმუშავებენ თანამშრომლობით შესაძლებლობებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: შორენა მელაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorenameladze1966@gmail.com
13. პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: pedagogishorena.blogspot.com
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერის მეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

No comments:
Post a Comment